+995 32 2920072 info@keyagency.ge

ჩვენ შესახებ

რას ვაკეთებთ

ვენ ვართ საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია საკომუნიკაციო საქმიანობაზე, სტრატეგიულ დაგეგმვასა და მის განხორციელებაზე.

ვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესის სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ხელი შეგვიწყო ბაზარზე ორიენტირებული, კლიენტებთან მუშაობის უნიკალური სისტემა შეგვექმნა.

დირექტორი
თეონა ბაღდავაძე
ექაუნთ მენეჯერი
მარიამ გამცემლიძე
პროექტების მენეჯერი
სოფი ცირამუა
ექაუნთ მენეჯერი
თათული მახარაშვილი

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ერთობლიობა – PR გუნდის ჩამოყალიბება გარკვეულ დროს და ძალისხმევას
საჭიროებს. ჩვენ შევქმენით გუნდი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, –
სტრატეგიის დასახვიდან განხორციელებამდე, მათ შორის, კრიზისის მართვის, ლობირების და კონფლიქტის მოგვარების კუთხით.

მრავალფეროვნება – KEY–ში თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა პროფესიული
გამოცდილებით მოვიდა, – სოციოლოგიიდან დაწყებული, მედია-შესყიდვებით და ღონისძიებების ორგანიზებით დამთავრებული. კომპანიას საკმარისი გამოცდილება გააჩნია, რათა კლიენტის ნებისმიერი საჭიროება და მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ობიექტურობა – ჩვენ ამოცანებს, პრობლემებსა და წინააღმდეგობებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განვიხილავთ და გეხმარებით, რათა თავიდან აგაცილოთ „სარკული გამოსახულების“ ეფექტი. ჩვენ გთავაზობთ ახალ ხედვებს და მოვლენათა ანალიზს, რომელიც მორგებული იქნება კომუნიკაციის თქვენეული ფორმისთვის.

ხარჯების ეფექტურობა – თქვენს კომპანიაში PR განყოფილების სრულ
განაკვეთზე მუშაობა, შესაძლებელია, რამდენჯერმე ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე
KEY–სთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ჩვენი მომსახურების ღირებულებაში შედის დიზაინერისა და სოციალური მედია–მენეჯერის მომსახურება, ასევე, მედია მონიტორინგი.

რეკომენდაციები

მარიამ ჭანტურია
McDonalds საქართველო
მაკდონალდსი საქართველომ 2015 წლიდან “ქი ეიჯენსისთან” ერთად არაერთი პიარ და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განახორციელა. გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ “ქი ეიჯენსი” ეფექტურ და ღირებულ სერვისს.